- რევოლუციური პროლეტარიატის სქესობრივი ცხოვრების თორმეტი მცნება
- ეკუთვნოდა პროფესორ ა. ზალკინდს. ამ თეორიის მიხედვით, თავისუფლების იდეის საწინააღმდეგოდ სექსუალური სურვილები უნდა ექვემდებარებოდეს კლასობრივ ინტერესებსა და სურვილებს და არავითარ შემთხვევაში საწინააღმდეგოდ. ქალის უმწეო სინაზე არ გამოდგება. ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ფიზიოლოგიურადაც ქალი უნდა დაუახლოვდეს მამაკაცს. „ქალურობა“ როგორც კონცეფცია შედეგია ქალთა ათასწლიანი მონობისა და მინიმალურად პასუხობს რევოლუციისა და რევოლუციის სქესობრივი შერჩევის საჭიროებებს. საგულისხმოა, რომ ოჯახის მიერ მოქალაქეებზე დაკისრებული ეკონომიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობების გაუქმების, ოჯახის კონცეფციის კვდომის იდეამ მალევე განიცადა კრახი.Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
Georgian encyclopedia. 2013.